geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესორმა ლევან საბაურმა წინასაარჩევნო შეხვედრები გამართა

პროფესორმა ლევან საბაურმა, რომელიც მონაწილეობს თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში, 2 აპრილს გამართა შეხვედრა ფაკულტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ-დამხმარე პერსონალთან. მან კოლეგებს წარუდგინა მისი საარჩევნო პროგრამა - „ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია 2026–2030“.

3 აპრილს პროფესორი ლევან საბაური შეხვდა ფაკულტეტის სტუდენტებს და ესაუბრა იმ გეგმების შესახებ, რომელიც მას აქვს განზრახული რომ განახორციელოს, დეკანად არჩევის შემთხვევაში.

დეკანობის კანდიდატის ორივე შეხვედრა გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში და დამსწრეთა დიდი ინტერესი გამოიწვია.

 

თარიღი: 03/04/2026